
АРТО-МОМО и другие произведения
Антонен Арто · because AKT
პოეზია
Рафал Воячек

01
Рафал Воячек ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საკამათო პოლონელი პოეტია, რომელმაც თავისი უჩვეულოდ შთამაგონებელი, მკვეთრად ფიზიოლოგიური პოეზიის მთავარ თემებად აქცია ვნება, სიყვარული და სიკვდილი მათი მრავალფეროვანი გამოვლინებებით. მისტიფიკატორი და ვიზიონერი, რომელმაც ჯერ კიდევ მოზარდობაში დაიწყო თვითმკვლელობის მცდელობები და სასაფლაოებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. ალკოჰოლიკი, პროვოკატორი და სკანდალისტი, რომელიც ჩხუბებს აწყობდა, დეპრესიებისკენ იყო მიდრეკილი და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შიზოფრენიაზე გამოკვლევას გადიოდა. პოეტი, რომელიც საკუთარი სხეულის სასრულობას ძალიან მწვავედ გრძნობდა და გამუდმებით ცდილობდა მის ფარგლებს გასცდენოდა, რათა შეემოწმებინა, როგორ იყო იქ, მეორე მხარეს, და სწრაფად უკან დაბრუნებულიყო. ერთხელ არ გამოუვიდა. ფეხი დაუცდა.
02

Антонен Арто · because AKT


