
АРТО-МОМО и другие произведения
Антонен Арто · because AKT
პოეზია
Джим Моррісон

01
Джим Моррісон ხილვებით შთაგონებული პოეტი და მისტიკოსია. Вільяма Блейка-ს სულიერი შვილიშვილი, Артюра Рембо-ს ვაჟი და Фрідріха Ніцше-ს ძმისწული. შეპყრობილი, პოეზიით, მუსიკით, თეატრითა და კინოთი დამთვრალი მქადაგებელი ძველი მითებისა, შელოცვებისა და რეალობის იმ მხარისა, რომელიც ადამიანის თვალს ემალება. პოეტი, რომელიც ბოდავს, პოეტი, რომელსაც ეშინია, პოეტი, რომელიც გადაჯერებისა და გამოფიტვისგან იტანჯება. პოეტი, რომელიც სამყაროს უამრავ წვრილ ნაწილად შლის და მათგან საკუთარ სინამდვილეს აგებს. Моррісона-ს პოეზიას ძლიერი ინტელექტუალური საფუძველი აქვს, ამავე დროს ის ბავშვივით გულუბრყვილო და უშუალოა, გონებით შეუბღალავი, როგორც მხოლოდ ინსტინქტებით მართული პირველყოფილი ადამიანის ცნობიერება, აღვირახსნილი, ველური და თავზეხელაღებული, ჩაფიქრებული და ცივსისხლიანად მშვიდი, სუფთა და სულისშემხუთველი. ეს ნამდვილი პოეზიაა. ისეთი, რომელიც არაფერს ამტკიცებს. რომელიც მხოლოდ შესაძლებლობებზე მიანიშნებს. ყველა კარს აღებს. თქვენ კი შეგიძლიათ შეხვიდეთ იმ კარებში, რომლებიც მოგწონთ.
03

Антонен Арто · because AKT


