
პროზა
Прэпарацыя памяці
Марэк Торчык

01
აღწერა
„დავიწყება ხშირად გახსენებაზე უფრო ძნელია“. 3:37-ზე რომანის გმირი სატელეფონო ზარმა გააღვიძა და დედასთან ღამის საუბარმა აქამდე მშვიდი მოგონებების ზედაპირი ააღელვა. ის ბრუნდება მომწიფების პერიოდში მორავიულ პრშეროვში, ახალგაზრდა ქვიარ ბიჭის განცდებთან, რომელიც კონსერვატიულ ინდუსტრიულ ქალაქში იზრდება, თანაც ოჯახში, რომელსაც დოვლათი არ აქვს. როგორც უნდა იცვლებოდეს გარემო, ის განსხვავებულობას სჯის. გმირი ფაქტობრივად პრეპარირებს საკუთარ მეხსიერებას. ეს ჰგავს პროცესს, როცა ძველ ფოტოებს ვათვალიერებთ და თან ვეძებთ მცირე დეტალებს, რომლებიც ხშირად გაცილებით მეტს ამჟღავნებს, ვიდრე ერთი შეხედვით აშკარაა. გმირი ჰყვება დედაზე, მამასა და ბაბუაზე, ჩაგვრაზე, ალკოჰოლიზმზე ან საკუთარ განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციასთან შეგუებაზე. ის ცალკეულ ნაწილებად შლის არა მხოლოდ საკუთარ მოგონებებს, არამედ თავისი ოჯახის მთელ კოლექტიურ მეხსიერებასაც.
02
მეტი



