ღონისძიება დასრულდა
«Paleolovers» — Alexander Brener და Barbara Shcurz
- თარიღი და დრო
- ადგილი
- თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, 40
ზინის პრეზენტაცია
Sputnikat
Alexander Brener და Barbara Schurz, რომლებმაც თავად უწოდეს საკუთარ თავს ხელოვნების სამყაროს დეზერტირები, შექმნეს 32 ნახატი ველური, პირველყოფილი სექსის სცენებით. ეს სცენები პალეოლითის ხანაში გვაბრუნებს, თანამედროვე საზოგადოების მიერ თავსმოხვეული მჩაგვრელი სისტემებისა და ცრურწმენებისგან თავისუფალ სამყაროში. Sputnikat-ის Kameeellah-მ, Alexander-ისა და Barbara-ს ნახატებისა და მსოფლხედვის დიდმა თაყვანისმცემელმა, დაარედაქტირა Risunki-ს ეს ნომერი. Risunki ნახატების ზინების სერიაა, რომელიც Sputnikat-ის Christopher-მა მოიფიქრა და რომლის კურატორიც თავადაა.
ამ პარასკევს Sputnikat* თბილისში ჩამოდის, წიგნის მაღაზია Odradek-ში ახალ ზინს წარადგენს და სხვა გამოცემებსაც ჩამოიტანს. გამომცემლობის წარმომადგენლები ასევე გამართავენ პრეზენტაციას და ისაუბრებენ პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობის მართვის, რიზოგრაფით ბეჭდვისა და კომიქსების შექმნის 10-წლიან გამოცდილებაზე.
*Sputnikat დამოუკიდებელი კომიქსების გამომცემლობაა, რომელიც ბრიტანელმა კომიქსების მხატვარმა და კომიქსებისა და ილუსტრაციის მასწავლებელმა Christopher Rainbow-მ მოსკოვში 2016 წელს დააარსა. გამომცემლობას მართავენ Christopher და Kameeellah.
შესვლა თავისუფალია
