ღონისძიება დასრულდა
რა არის დაოსიზმი? მითები, ისტორია, ტექსტები
- თარიღი და დრო
- ადგილი
- თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, 40
მოხუცი ბავშვი, ხუთი ათასი სიტყვისგან შემდგარი კანონი, უმოქმედობა როგორც ამქვეყნიური საქმეებისგან განდგომა, უკვდავების ძიება, უძველესი მედიტაციური და სექსუალური პრაქტიკები — ასეთია დაახლოებით ის ასოციაციები, რომლებიც დასავლელ მკითხველს სიტყვა "დაოსიზმის" გაგონებაზე უჩნდება. რა შეესაბამება ამათგან სინამდვილეს და რა არის მითი? საერთოდ რას ვუწოდებთ დაოსიზმს? როგორ ჩამოყალიბდა ფილოსოფიური ტექსტებისა და რელიგიური პრაქტიკებისგან ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიცია? რა არის დაო და დე? როგორ უკავშირდება ერთმანეთს უმოქმედობა და ბუნებრიობა? როგორ მივაღწიოთ უკვდავებას? ამ და სხვა კითხვებზე მომავალ ლექციაში შევეცდებით ვუპასუხოთ ტექსტების, ისტორიული მოწმობებისა და არქეოლოგიური აღმოჩენების მეშვეობით.
ლექტორი — Андрей Гомулин, PhD ძველი ჩინური ფილოსოფიის ისტორიაში
აფიშა — Александра Полякова
შესვლა — შემოწირულობა
